15:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 13:11:05, 608 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: მიღებული რეზოლუცია საქართველოს რეგიონებში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის "კონფლიქტები საქართველოში" მიღება დიდი წარმატებაა და კმაყოფილი ვარ, რომ ეს რეზოლუცია გავიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პუნქტი დაცული იყო და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი.

"ამ დოკუმენტის მიღება ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის. გვექნება მეტი ყურადღება და მეტი ჩართულობა ეუთო-ს წარმოამდგენლობის მხრიდან. ეუთო გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ დეოკუპაციის, ანექსიის პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, დევნილების დაბრუნება საქართველოში არის მთავარი თემა. ის რაც დღეს ხდება, ეს არის ეუთო-ს პრინციპების დარღვევა. სწორედ ამისთვის შეიქმნა აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს რეგიონებში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "კონფლიქტები საქართველოში" მიიღო. რეზოლუციას მხარი რუსეთის ფედერაციამ არ დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics