23:57 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 11:23:33, 989 ნახვა

სამართალი
ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics