00:26 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 18:01:21, 1239 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ, მაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზი ბადრაგებმა ემოციების გამო დაატოვებინეს.

პაპიძე მის დედამთილს, დარეჯან მინდიკაურს უყვიროდა.

"თორნიკეს ცხედარი ექსპერტ კრიმინალისტებმა დაათვალიერეს და ერთი დაზიანებაც არ ჰქონია. რომელ დაზიანებაზე ლაპარაკობ შენ", -მიმართა პაპიძემ მოწმეს.

მინდიკაურმა მანამდე განაცხადა, რომ თორნიკე ქაფიაშვილს დედამ მუხლთან დაზიანება მაკრატლით მიაყენა.

მაგდა პაპიძის პროცესს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. დღეს პაპიძის დედამთღილი, დარეჯან მინდიკაური დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ქმრის და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics