11:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 16:31:59, 598 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დავით სერგეენკოსა და მთავრობის სხვა წევრებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების საკითხს გამოეხმაურა და ჯანდაცვის მინისტრსა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სხვა  მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

კვირიკაშვილის თქმით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე  მკურნალობის პროცესში 10 000- ზე მეტი პაციენტია  ჩართული. პრემიერი მიესალმება, რომ განკურნებული ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი  მატულობს.

„ჯანდაცვის მინისტრმა ჩაატარა უკვე ბრიფინგი და მინდა, მივესალმო შედეგს, რომელიც იქნა მიღწეული  ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ეს არის C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოება და  10 ივნისიდან საქართველოში  C  ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი  უკვე შეძლებს, რომ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მკურნალობა.  დღემდე ეს იყო მხოლოდ ხელმისაწვდომი მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის და ნამდვილად მისასალმებელია, ეს ბატონი დავით სერგეენკოს  დიდი შრომის შედეგია და, ასევე,  მთელი გუნდის, რომელიც მასთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით და მინდა, დიდი მადლობა  გადაგიხადოთ მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე  მკურნალობის პროცესში 10 000- ზე მეტი პაციენტია  ჩართული და ასევე   ძალიან დადებითია ის, რომ    განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი  მატულობს და მისასალმებელია, რომ ამ კუთხით საქართველოში  შესაძლებელია  C  ჰეპატიტი  მთლიანად  იქნას დაძლეული, თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია მკურნალობის.  ეს მართლაც დიდი შრომის შედეგია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics