11:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:35:18, 680 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: ლევან ვასაძის დაფინანსებაზე უარს არ ვიტყვით, მის ფულს სუნი არ ასდის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ლევან ვასაძე ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის.

ამის შესახებ მეჭიაურმა პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ნელ-ნელა მიიღებს.

ამასთან, მეჭიაურის თქმით,  ლევან ვასაძეს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზა.

„ჩვენ რეგიონებშიც გვყავს მომხრეები, რომლებიც თავად აგვარებენ მთელ რიგ საკითხებს. უკვე რამდენიმე ოფისი მეგობრულად შემოგვთავაზეს, მოლაპარაკებები გვაქვს მეგობარ პარტიებთან. ლევან ვასაძესთან დაკავშირებით კიდევ ვიმსჯელებთ, გვაქვს დრო, თანმშრომლობა ნამდვილად შევთავაზეთ. იქნება თუ არა დამფინანსებელი, რატომაც არა, უარს არ ვიტყვით. ის ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics