|
2015-02-26 18:54:17, 471 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ ქადაგიძის მიდგომა პრობლემის მიმართ სუბიექტური იყო
"ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ინტერესები ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბანკიდან "ქართუ ბანკმა" 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა",-ასე უპასუხა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა. ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა მხოლოდ გიორგი ქადაგიძის ბრალი არ იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ არსებული პრობლემის მიმართ ქადაგიძის მიდგომა სუბიექტური იყო. ცისკარიშვილის თქმით, როცა გიორგი ქადაგიძე პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც არსებულ რეალობაზე პასუხისმგებლობა აქვს. "დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი ეს არ არის, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებული რეალობის.ის, რომ სუბიექტური იყო ბანკის პრეზიდენტის მიდგომა ამ პრობლემის მიმართ, მე ეჭვი არ მეპარება. მისი გამოსვლებიც, რეპლიკებიც მთავრობის მიმართ, რომელიც უფრო პოლიტიკური წუნის ნიშანს იძენდა, ვიდრე რაიმე კონსტრუქციულ წინადადებას, რასაკვირველია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ 40 მილიონი დოლარი გაიმეტა ბანკმა სიტუაციის ვითომ აღსადგენად ქვეყანაში და 800 მილიონ დოლარზე ცოტა მეტიც არის დაბანდებული ცენტრალური ბანკის მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კერძო კომპანიების ფასიან ქაღალდებში.ალბათ, ამასაც გარკვევა უნდა.ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ინტერესები ჩვენი ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბანკიდან ქართუ ბანკმა 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა.თუმცა რამოდენიმე კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა შავი ფული საქართველოს ბანკში, მას პასუხი არ ჰქონდა.როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფერს ვერ არჩევს შავისა და თეთრის და პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, რატომაც არა, რომ ის იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე,მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით ციფრები რა პროცენტი გამოიღო მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა სიტუაციის გამოსასწორებლად და რა პროცენტი-ბატონმა ქადაგიძემ",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. აღნიშნული განცხადება სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკაზე იმსჯელეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)