13:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:46:03, 947 ნახვა

სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილეების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

როგორც ცნობილია პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

პროცესი 15.00 საათისთვის არის ჩანიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი 2 ივნისს წაუყენა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალი წაუყენეს იმ პირებს, რომლებიც მოგვიანებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამინისტროში.

"ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით"- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics