|
2016-05-31 12:26:04, 936 ნახვა
სამართალი
მოსამართლეთა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის პროცესის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლეთა კოლეგიამ "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველების შუამდგომლობა, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დღევანდელი პროცესისთვის მოსამზადებლად. ამასთან, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საკუთარი შესაძლებლობების სრულად აღდგენა ვერ მოახერხა. "აქედან წავედი ექვს საათზე, სამსახურში ვიყავი შვიდ საათზე, მქონდა ეთერი ათ საათზე, დასრულდა პირველის ნახევარზე. ვერ მოვახერხე სრულად ჩემი შესაძლებლობების და ენერგიის აღდგენა. სამ საათზე მივედი სახლში და დილით ისევ პროცესზე ვარ. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ მოცულობით განვახორციელო დაცვის უფლება, რაც მე ზოგადად შემიძლია. იგივე ეხებათ ჩემს კოლეგებს. სხვა საქმეებიც გვაქვს, მხოლოდ ამ სასამართლოს დღის წესრიგით არ ვცხოვრობთ. სრულიად გვაგდებთ სამუშაო რეჟიმიდან. არაფერი არ უნდა ვაკეთოთ მაშინ. ნუ შეგვიზღუდავთ შეჯიბრობითობას. გადავდოთ პროცესი", - მიმართა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას, თუმცა პროცესი მაინც გაგრძელდა. მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არც შესვენების გამოცხადების შესახებ დააკამყოფილა. სააპელაციო სასამართლოსთან "რუსთავი2"-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)