|
2016-05-30 17:19:02, 954 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 % შეადგინა
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საქონლის ექსპორტი 608,1 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11, 7%-ით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,2%-ით გაიზარდა საქონლის იმპორტი. ამ მონაცემმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2 679, 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 287,2 მილიონი აშშ დოლარის ტოლია. რაც შეეხება ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 3 952 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და აღნიშნული მონაცემი იანვარ-აპრილში 4 196 მილიონი ლარია.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)