01:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 19:57:36, 573 ნახვა

პოლიტიკა
12 ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ და იმ თვალსაჩინო პროგრესზე საუბრობენ, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
 
ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ნიდერლანდების, პოლონეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და ვატიკანის დიპლომატები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ ელჩებად მოევლინნენ, ქვეყანაში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს  იხსენებენ  და  ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საუკეთესო მოგონებად თვლიან.
 
ელჩების თქმით, ისინი თავად იყვნენ იმის მომსწრე, თუ როგორი ძალისხმევითა და  სიმტკიცით გაუმკლავდა  ქართველი ხალხი იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების  ახალ ეტაპზე გაჩნდა, რაშიც საქართველოს  მდიდარი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილება დაეხმარა.
 
ელჩები თვლიან, რომ დღეს ქართველი ხალხის ენერგია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული. ამასთან, დასავლეთისკენ საქართველოს  სწრაფვის პროცესი უწყვეტია და, მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. 
 
„ბევრმა ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მაგალითით. გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, მისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი გზაა" - აცხადებენ ელჩები, რომლებიც,  1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველნი იყვნენ, ვინც საქართველოში თავიანთი დიპლომატიური ფუნქციების შესრულებას შეუდგნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics