22:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 22:16:14, 637 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ვფიქრობ, ეჭვს აღარ იწვევს უკვე ის რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით

"ვფიქრობ, ეჭვს აღარ იწვევს უკვე ის რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა შუალედური არჩევნების შეფასებისას გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ დღეს ქვეყანაში ორი ძირითადი ძალაა,ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. 

მისივე განცხადებით, "ერთ მხარეს იქნება ნაციონალური მოძრაობის მომავლის გუნდი, მეორე მხარეს იქნება ივანიშვილის დაჯგუფება, რომელიც მთელი ეს 4 წელიწადი არაფერს აკეთებდა",

„ვფიქრობ, ეჭვს აღარ იწვევს უკვე, რომ ნაციონალური მოძრაობა არამხოლოდ არ გამქრალა რადარებიდან, როგორც ვიღაცეები ამას წინასწარ ამბობდნენ, არამედ პირიქით, ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით. პრაქტიკულად მოხდა სრული პოლარიზაცია, ერთ მხარეს იქნება ნაციონალური მოძრაობის მომავლის გუნდი, მეორე მხარეს იქნება ივანიშვილის დაჯგუფება, რომელიც მთელი ეს 4 წელიწადი არაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ სთესავდა სიძულვილს და როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics