12:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 21:45:11, 920 ნახვა

სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერები: დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი

"დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი" - ამის შესახებ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომლებიც ამ წუთებში შსს-ს შენობასთა იკრიბებიან.

ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ. მათი თქმით, სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს. ისინი აქვე გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას დაბარებას ითხოვენ.

„ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები.

ცნობისთვის, შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სპორტსმენებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics