20:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 19:07:08, 635 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც ბოკერია და ბეჟაშვილი ხელმძღვანელობენ

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი დიპლომატიური კორპუსი იყო.

კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში პროვოკაციის განხორციელება შეძლო.

„მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს სოფელ კორცხელში არჩევნების ჩაშლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი“, - აღნიშნა  კალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics