|
2016-05-18 17:22:01, 944 ნახვა
რეგიონი
ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის გახსნას ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრმა, დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ნაბადას ტერიტორიაზე, ახლადაშენებული ობიექტი დათვალიერა და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ობიექტის მიმდებარედ ფოტო გამოფენა მოეწყო, სადაც ასახული იყო საქართველოს რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. პარალელურად, გაიმართა ფოთის წყალმომარაგების სისტემის პრეზენტაცია, ასევე მობილური ლაბორატორიის გამოყენებით წყლის სინჯების აღება და მართვის ელექტრო სისტემის წარდგენა. „პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს. დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და უკვე სრულად უზრუნველყოფს ქ. ფოთის 24 საათიან წყალმომარაგებას. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა“, - აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)