13:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 13:02:40, 885 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის IV მუხლის (Article IV) ფორმატში თბილისში იმყოფება ფონდის მისია, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლებს დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა.

სხვადასხვა საკითხთან ერთად, განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის ზოგადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა, ტურისტული შესაძლებლობების განვითარება.

ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი კვირა გაგრძელდება.

აღნიშნულ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან გააგრძელებენ მუშაობას ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics