14:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 09:41:21, 639 ნახვა

პოლიტიკა
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დღეს ყრილობას გამართავს

კოალიცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს.

ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.

„ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირკაშვილს ავირჩევთ, რომლის ლიდერობით, ჩვენი პარტია კიდევ უფრო დიდ შედეგებს და პროგრესს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური.

“ ყრილობაზე იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, პარტიული სტრუქტურებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენი დეპუტაცია, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები; მოწვეულნი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - “კონსერვატორები”, "მრეწველები" და “რესპუბლიკური პარტია”; საპატიო სტუმარი იქნება ბიძინა ივანიშვილი; მოსაწვევი მიიღო ჩვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიულ ყრილობაზე ”ქართულმა ოცნებამ” დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიწვევას, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია და პარტიულ ღონისძიებაზე მისი მიწვევა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყრილობას სპორტის სასახლეში 9 ათასი ადამიანი დაესწრება.

პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics