11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 19:08:38, 702 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთს 11-13 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე - Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics