11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 18:03:30, 616 ნახვა

პოლიტიკა
გარდაიქმნება თუ არა პაატა ბურჭულაძის ფონდი პოლიტიკურ პარტიად, მაისის ბოლომდე გაირკვევა

გარდაიქმნება თუ არა პოლიტიკურ პარტიად პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების“ ფონდი ეს საკითხი მაქსიმუმ მაისის ბოლომდე გაირკვევა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ განუცხადა. იგი აქვე დასძენს, საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოთხოვნილებაა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ოფისში პაატა ბურჭულაძესა და ფონდის სხვა ლიდერებს შორის კონსულტაციები დღესაც გაიმართება.

„პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვინც არის პატრიოტი და თავის საქმის პროფესიონალი. მიუხედავად იმისა რა პარტიული კუთვნილება აქვს დღეს ან წარსულში. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას ჩვენიანებად და სხვისიანებად. ჩვენ არ ვიზიარებთ შეფასებას, რომ ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვართ და არა - პოლიტიკური. თუმცა ფონდის მომავალთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ახლაც მივდივარ ოფისში, სადაც ბატონ პაატასთან და ფონდის სხვა ლიდერებთან გავმართავ კონსულტაციებს იმაზე თუ რა იქნება მომავალში“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

მისი თქმით, კონსულტაციების მთავარი თემაა, გარდაიქმნება თუ არა ფონდი პოლიტიკურ ორგანიზაციად. იგი ვერ ასახელებს თარიღს, როდის გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ამ თემაზე. ინტენსიურად ვატარებთ შეხვედრებს რეგიონებში ჩვენს მოსახლეობასთან. პრაქტიკულად ყველგან ჩანს, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი დააკვეთაა იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა და ახალი ლიდერები.

თარირებზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა ეს იყო ორ დღეში, შესაძლოა - ათ დღეში. რაც დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ ისაა, რომ ეს ყველაფერი მაისს არ გადასცილდება. როგორც კი გადწყვეტილება იქნება მიღებული პირველ რიგში თქვენ - მედიას გაცნობებთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გიორგი რუხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics