2016-05-10 23:45:12, 480 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი: "ოცნებამ" რუსეთს დისკომფორტი მოუხსნა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით
"ოცნებამ" რუსეთს დისკომფორტი მოუხსნა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ქართული ოცნების მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმული მცდარი ნაბიჯების გამო დაზარალდა ხალხი.
“რეალურად ქართული ოცნების მთვარობამ საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან რუსეთს მოუხსნა დისკომფორტი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნით. ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმული მცდარი ნაბიჯების გამო რეალურად დაზარალდა ჩვენი ხალხი. დღეს ხალხი ცხოვრობს იმაზე ბევრად უარესად, ვიდრე ცხოვრობდა 4 წლის წინ,“ - განაცხადა კანდელაკმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან