09:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 22:07:40, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მეჭიაურსა და რესპუბლიკელებზე: მათ შორის არსებითი განსხვავება არაა

"მათ შორის არსებითი განსხვავება არაა" - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თამაზ მეჭიაურისა და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებას.

პრეზიდენტის განცხადებით "ეს ის გუნდია, რომელიც უნისონში მიპირისპირდებოდა, როდესაც იყო პრინციპულ საკითხებზე მსჯელობა და ის გუნდია, რომელიც უნისონში ვერ ხედავდა ხელისუფლებაში ჩემს ადგილს".

"ჩემთვის ამ პარტიებსა და პოლიტიკურ ფიგურებს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდზე სიარულია და პრეზიდენტი სხდომას რომ მოიწვევდა, ტელევიზიით მოუწოდებდნენ, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ ამ სხდომაზეო, იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პრეზიდენტის დაძახილზე. ეს ის გუნდია, რომელიც უნისონში მიპირისპირდებოდა, როდესაც იყო პრინციპულ საკითხებზე მსჯელობა და ის გუნდია, რომელიც უნისონში ვერ ხედავდა ხელისუფლებაში ჩემს ადგილს. ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს უცხოეთიდან კორესპონდენცია არ მიეღო და ა.შ. ამიტომ ამ კამათში მე ნაკლებად ვერთვები". - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics