2016-05-10 16:45:05, 597 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 მაისს განიხილავს
ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას 20 მაისს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.
ამჟამად ინიციატივას ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. ამის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან