08:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 14:51:19, 565 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: „რესპუბლიკელები“ შეეცდებიან, ახალი „ტროას ცხენები“ ისევ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგონ

 „რესპუბლიკელები“ კარნახობენ გიორგი კვირიკაშვილს,  რომ ჩემი და ჩემნაირების, ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების პარტიიდან ჩამოშორებით,  „ქართულ ოცნებაში“ ახალი „ტროას ცხენები“ ისევ  ჩანერგონ ”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მასთან დაკავშირებით,  „რესპუბლიკელების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მეჭიაურის თქმით, “ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება, „რესპუბლიკელების“ დამსახურებაა.

„თუ სადმე  „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებას აქვს ადგილი, ეს მათი დიდი დამსახურებაა, იმდენად რამდენადაც, ადრე უწოდეს ამ პარტიას, ფითრის როლს ასრულებსო, ხეს მოეკიდებიან, ხე ხმება, ის კიდევ მწვანეა. ასე უნდათ კიდევ სადღაც გადაინერგონ. აიძულონ იგივე კვირიკაშვილი, ფაქტობრივად,  ისინი კარნახობენ, რომ ჩემი და ჩემნაირების, ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების ჩამოშორებით პარტიიდან, ისინი შეეცდებიან, ისევ ჩანერგონ ისევ „ქართულ ოცნებაში“ ახალი ტროას ცხენები, როგორც ეს გააკეთეს 2012 წლის არჩევნებზე და ამ საშუალებით მოხვდნენ პარლამენტში.

ახლა ისინი მოძლიერდნენ, ისინი თვლიან, რომ დამოუკიდებლად შეაღწევენ პარლამენტში, თუ დაემატებათ მათ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ შესული მათი სატელიტი ჯგუფი, ისინი უკვე ამ პარტიას ჩაიბავენ „ბუქსირზე“ და ათამაშებენ ისე, უკვე დიდი გამოცდილებით, როგორც ათამაშებდნენ აქამდე, კვირიკაშვილი უნდა ეცადოს, გაემიჯნოს ასეთ ძალებს მაქსიმლაურად, თუ უნდა ითამაშოს დამოუკიდებელი თამაში და ნაკლებად დაექვემდებაროს გარედან მართვას, თუ მას უნდა, რომ სერიოზულ დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს.

თუ მათ უნდათ ჩვენგან გამიჯვნა, მოვუწოდებ ყველას, არა მხოლოდ მინისტრები გადადგნენ, არამედ საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვონ და მეც გადავდგები იმისათვის, რომ შევეწირო მათ“, - განაცხადაა თამაზ   მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics