2016-05-10 12:26:45, 568 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ, მზად ვარ, პარტია დავტოვო
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მზად არის „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება თანამდებობა და პარტია დატოვოს.
როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს დარტყმას აყენებენ.
„თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პილიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორიც ესენი არიან, მაშინ დისკრეტიდაციას თავის თავს გაუკეთებენ”, - აღნიშნა მეჭიაურმა.
მისივე თქმით, თუ პრემიერი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს თანამდებობიდან გაათავისუფლებს, ის პარტიიდან თავად წავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან