|
2015-02-23 14:30:43, 501 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა. სამინისტროს ინფორამციით, შეხვედრას, რომელიც ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე მასპინძლობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაწვრილებით აუხსნა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა და აღნიშნა, რომ სხვებს შორის ამ ცვლილებების შედეგად 29 ოქტომბერს წარმატებით დაიხურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა და დაიწყო მეორე – იმპლემენტაციის ფაზა. საუბარი შეეხო, ასევე, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა რეფორმებს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსალოდნელ არჩევნებს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და მიწოდების გააქტიურების აუცილებლობას და და სხვა. შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები აუცილებელი და საჭიროა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ქართული დიასპორისთვის. „მეც დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვიცი, რომ გარედან ხშირად ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. ამიტომ ძალიან კარგი და საჭიროა, როცა ინფორმაციას პირველი წყაროდან იღებ. ჩვენი თანამემამულეები საქართველოს შვილები არიან, ისინი გულშემატკივრობენ თავიანთ სამშობლოს და აუცილებელია, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეხვედრას ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)