|
2016-04-30 10:28:50, 828 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია და უფროს კომისარს კაროლი პაპპს შეხვდა. უნგრეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს შს მინისტრს უწყების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინ. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთში დანაშულის დინამიკაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდებზე, ასევე, დანაშულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა არალეგალური მიგრაციის და მასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. როგორც კაროლი პაპპმა აღნიშნა, „კრიმინალს არა აქვს საზღვრები. შესაბამისად, ვინც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში იკეტება, წარმატებას ვერ მიაღწევს. უნგრეთი მზადაა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. მოხარული ვიქნებით ქართულ მხარესთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობით“. თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, საქართველომ უკვე დადო ხელშეკრულება დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო პერიოდის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა. შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და უნგრეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა კომისარმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრეს. კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს ამ კუთხით უნგრული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, არა მხოლოდ პოლიციის, არამედ, მთელი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა საჭირო. მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)