|
2016-04-25 18:28:47, 1003 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩატარდა
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტული მომზადების ცენტრმა ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩაატარა. ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. ჭადრაკის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გალის რაიონის სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)