|
2016-04-23 14:03:43, 979 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ ფარგლებში, სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს, რომელიც აღდგომის დღესასწაულამდე გაგრძელდება. აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებში განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სოციალურად დაუცველებისთვის სურსათ-სანოვაგეს აგროვებენ. „სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომის სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნოს. ამიტომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“ საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნოს. აღნიშნული აქცია აღდგომის დრესასწაულამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან კბილაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართველოში ადამიანები საარსებო პირობებითა და საკვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. „სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ აქციებს „დააპურე საქართველო“ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კვლავ განაგრძობს და მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი მოაწყონ, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ სურსათი, იმათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და სოციალურად გაჭირვებულებს აღდგომა გაულამაზონ. სიკეთე ძალაა, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს“, - განაცხადა „მადლიანი საქართველოს“ პრესს-მდივანმა, მეგი ჭყოიძემ. აღსანიშნავია, რომ ვაკის „სმარტში“ პარალელურად სოციალურად დაუცველ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკვირაო სკოლა "რებუსთან“ ერთად სააღდგომო დეკორაციები შეექმნათ.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)