|
2016-04-20 15:41:32, 801 ნახვა
სამართალი
სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულ ადვოკატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულ ადვოკატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხის დაუფლებაში დამნაშავედ ცნო. „სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე დაზარალებულებს ატყუებდა, თითქოსდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და პირდაპირი კავშირები ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის უმაღლეს თანამდებობის პირებთან და მთავრობის წევრებთან. ახერხებდა რა დაზარალებულების ნდობის მოპოვებას, ირაკლი კვინტრაძე არწმუნებდა მათ, რომ საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან პირადი ურთიერთობის მეშვეობით, ქრთამის მიცემის გზით შეძლებდა დაზარალებულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეღავათიანი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიღწევას და მათთვის სასურველი შედეგით დასრულებას. ამ გზით ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე მოტყუებით დაეუფლა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ თანხას 13 700 აშშ დოლარის და 7150 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კვინტრაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)