22:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 11:03:57, 752 ნახვა

ეკონომიკა
თინა ხიდაშელმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა.

ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანიების - SAAB-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაგნუს ლევის-ოლსონსა და Microsoft-ის პრეზიდენტს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დონ გრენთემს ასევე Virtual Reality Media-ს გამგეობის თავმჯდომარეს იულიუს ბერითს შეხვდა.

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლეთან შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კომპანიების ინვესტიციები საქართველოს ძალიან წაადგება. „ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იყოს საქართველოში, რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. თუ მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ასეთ დიდ კომპანიებს, მხოლოდ ჩვენ ქვეყანას წაადგება და ასევე, საიმედო პარტნიორები იქნებიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა SAAB-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ მათ თბილისში ვნახავთ და უკვე ადგილზე გავაგრძელებთ საუბარს,“ - განაცხადა თიანთინ ხიდაშელმა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics