|
2015-02-20 10:04:44, 2472 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: მთავრობაც და პარლამენტიც უნდა იდგეს ფეხზე და ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებდეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე ლარის კურისის ვარდნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მთავრობაც და პარლამენტიც უნდა იდგეს ფეხზე და ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერს უნდა აკეთებდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებას სთავაზობენ გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისათვის, რომ კრიზისი მოგვარდეს. "ძალიან შეშფოტთებული ვარ ლარის კურსისი მატებით, რაც ნიშნაცს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ გადასახადებს. ეს არის ერთი და ძალიან ცუდი მხარე ამ პროცესის, თუმცა, ასევე მეორე ცუდი მხარე არის ის დამოკიდებულება, რასაც მთავრობა ამჟაღვანებს იგივე პროცესისის მიმართ. ჩვენ ვხედვათ რომ ისინი ყველგან ეძებენ დამნაშავეს გარდა საკუთარი უმოქმედობისა და ცდილობენ რომ ყველაფერი უცხოეთში მიმდინარე პროცესებს გადააბრალონ, მაშინ როცა საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებს ძალიან მცირე წვლილი აქვს ლარის გაუფასურებაში. ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც დღეს ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვიმსჯელია მთავარზე რაც აწეხებს დღევანდელ მოსახლეობას - რა მოვუხერხოთ ლარს, როგორ გავაჩეროთ ლარის ვარდნა და როგორ დავეხმაროთ ხალხს. მე მიმაჩნია რომ მთავრობაც და პარლამენტიც უნდა იდგეს ფეხზე და აკეთებდეს ყველაფერს ამ პრობლემის გადასაჭრელად და უნდა საურობდეს არა რაღაც კანონებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სიტუაციაში, მთავარია ლარის სტაბილურობა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. მინდა ცალსახად დავაფიქსირო, ეს არის ის თემა, სადაც მე და ჩემი გუნდი არასდროს ვისაუბრებთ ნიშნის მოგებით, რადგან ასე საუბარი არ შეიძლება შენი ხალხის გაჭირვებაზე. ეს არის ის თემა, სადაც ჩვენ ხელსუფლებას ვთავაზობთ გეგმას, რომელიც მათ არ აქვთ საკუთარი არა კომპეტენტურობის გამო. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულად თუ რა ნაბაიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის რომ ეს კრიზისი უნდა მოგვარდეს და გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)