23:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 16:27:57, 859 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კამპანიის „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დღეს მოსამართლეთა საკანონმდებლო გარანტიები არ არსებობს.
„ვითხოვთ, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდეს რეალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომ პრაქტიკაში იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა. მათ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ამ დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები. დღეს ეს გარანტიები არ არსებობს და სწორედ ამიტომ მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიან სასამართლო სისტემაზე“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კამპანია „სამართალი ითხოვს“ არის მოქალაქეების და ის მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში.

ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ფარგლებში ქუჩის აქციები განხორციელდეს.
„ეს კამპანია არის მოქალაქეების და იმედი გვაქვს, საზოგადოება ჩაერთვება კამპანიაში. კამპანია გამოიყენებს ქუჩის აქციებს, მშვიდობიან და სამართლიან ფორმებში იმიტომ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ადამიანები არ იყვნენ გულგრილნი და ნეიტრალურნი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ჰქონდეთ უფლებამოსილება საქმეები თვითნებურად სხვადასხვა მოსამართლეებს მიაწერონ.

მისივე თქმით, კამპანიას „სამართალი ითხოვს“ აქტიური კომუნიკაცია ექნება, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე, იუსტიციის სამინისტროსთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics