|
2016-04-12 12:34:39, 802 ნახვა
სამართალი
ქუცნაშვილი ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე: რა მოუთმენელი გვჭირს ამისთანა
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი არ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში უნდა მივიდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ: „დღეს 12 აპრილია, დანაშაული გაცხადდა საზოგადოებისთვის 11 მარტს, დანაშაული გახსნილი იქნა, თუ არ ვცდები, 7-8 აპრილი იყო. 1 თვეც არ არის გასული იქიდან, რაც დანაშაულის გაცხადებიდან დანაშაული გახსნა პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა. ასე რომ, რა მოუთმენელი გვჭირს ახლა ჩვენ იმისთანა, რომ 1 თვეც არ დაჭირვებია ამ დანაშაულის გახსნას და იმ პირების გამოვლენას, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები და ბრალდებული უკანონო ჩაწერაში, შენახვაში. გამოძიება ჩამწერებიდან გავა გამავრცელებლებზე, თუ გამავრცელებლებიდან გავა ჩამწერზე, ეს უკვე ტაქტიკის საქმეა. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არის ეჭვმიტანილი ჩაწერაში, ახლა გამოძიებამ დაადგინოს, არის თუ არა ეჭვმიტანილი პირები კავშირში გავრცელებასთან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)