|
2015-02-19 18:35:21, 519 ნახვა
პოლიტიკა
ანი მიროტაძე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში საფრთხეებს ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში საფრთხეებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მიროტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განხილვისას მხარი არ დაუჭირა. "ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენის შემდეგ და მინდა გითხრათ, ვიდრე მხარს დავუჭერდი გავეცანი სრულად ყველა იმ შენიშვნას, რომელიც ჰქონდათ მაუწყებლობის წარმომადგენლებს. ასევე ძალიან ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ მომხდარიყო ამ შენიშვნების გათვალისწინება. ვფიქრობ, უმეტესი ნაწილი გათვალისწინებულია და ამ კანონში საფრთხეებს ვერ ვხედავ",-განაცხადა ანი მიროტაძემ. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობას. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მაუწყებლებს, ბიზნესს დააზარალებს და რეკლამის ფასსაც გააძვირებს. "ამით დაზარალდება მაყურებელიც. "ქართული ოცნების" მიზანია დაზარალდეს "რუსთავი 2"",-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 65 ხმით, 33ი-ს წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, ახლებურად განისაზღვრა მთელი რიგი მუხლები, ახლებურად ჩამოყალიბდა ტერმინების - „კომერციული რეკლამა“ და „ტელეშოპინგი“ დეფინიციები. განისაზღვრა კომერციული რეკლამის მოცულობა კონკრეტულ შემთხვევებში. ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონშიც. განისაზღვრა „სამაუწყებლო საათი“-ს განმარტება. დაზუსტდა სოციალური რეკლამა და ასევე ზოგიერთი სხვა დეფინიცია. განისაზღვრა სპონსორების შესახებ მითითების და სპონსორზე მითითების აკრძალვის რეგულაციები და კანონს ასევე დაემატა ჩამონათვალი იმ სახის პროგრამებისა, რომელთა სპონსორობაც იკრძალება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)