|
2015-01-08 10:01:43, 3375 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრელებს. მათივე ცნობით, საფრანგეთში ძმებ კუაშებზე – 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზეა ძებნა გამოცხადებული. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ისინი შეიარაღებულები და საშიშები არიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ამიდ მურადია. ის პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა, თუმცა ამტკიცებს, რომ მას თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ამიდ მურადი თავდასხმის დროს სკოლაში იმყოფებოდა. თუმცა აღნიშნული დაკავება ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. შერიფ კუაში წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია, მას ბრალი 2008 წელს ტერორისტული აქტის მოწყობაში ერაყელ მეამბოხეებთან თანამშრომლობისათვის წაუყენეს და სასჯელი წელიწადნახევარში მოიხადა. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)