|
2015-02-19 15:32:01, 520 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ნატო-სთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის, დღევანდელ განცხადებას საგანგაშოს უწოდებს. როგორც ბაქრაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გამოჩნდა, რომ ევროპულობა და ნატო-ს არჩევანი არის მთავრობის მიერ მხოლოდ საზოგადოების მიმართ გამოხატული რიტორიკა, ხოლო შინაარსით ევროპული მომავლისგან შორსაა. ბაქრაძე პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. "მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც დღეს გააკეთა ზურაბ აბაშიძემ ნატო-სთან დაკავშირებით და რომელსაც შემდეგ ანალოგიური განცხადებებით გამოეხმაურა პრაქტიკულად, მთელი მთავრობა.ეს გახლავთ საგანგაშო რაც მოვისმინეთ, ვინაიდან როგორც ჩანს, ასახავს მთავრობის რეალურ განწყობას, საქართველოს მომავალთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას, რომ ჩვენი ამოცანა არ არის დღეს და ხვალ ნატო-ში გაწევრიანება, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ყველაფერს, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის კუთხით.ეს არის საგანგაშო და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც პრეზიდენტს და მთავრობის დანარჩენ წევრებს, მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკა და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ყველას გვესმის, რომ რუსეთთან საჭიროა სიფრთხილე, რომ სიტუაცია საქართველოს გარშემო და რეგიონში დღეს არის დაძაბული და რთული, მაგრამ რუსეთის სიამოვნების გამო, დაუშვებელია საქართველომ მთავარი წითელი ხაზი გადაკვეთოს და უარი თქვას საკუთარ ეგზისტენციალურ ინტერესზე, საკუთარ დაცულობაზე, საკუთარ ხვალინდელ უსაფრთხო ევროპულ მომავალზე. ამიტომ ის, რაც დღეს მოვისმინეთ მთავრობის მხრიდან, გახლავთ საგანგაშო. ასახავს სიმპტომებს დღევანდელი მთავრობის, რომლის თვალშიც ევროპულობა და ნატო-ს არჩევანი არის მხოლოდ საზოგადოების მიმართ გამოხატული რიტორიკა და რომელიც შინაარსით არის შორს ევროპული მომავლისგან",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)