|
2016-04-06 17:20:38, 867 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება
7 აპრილს, ქუთაისში, საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბიზნეს ფორუმს გახსნიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ქ. ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი, ანდრის რავინსი და ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ელიტა გაველე. ბიზნეს ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ცნობისთვის, საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)