18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 13:02:47, 779 ნახვა

სამართალი
გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში რჩება

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში რჩება. დაცვის მხარე დგებუაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მის მიმართ პროცესუალური ნორმები დაიღვა.

"პროცესუალურად, არის ის დღე, როდესაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული აღკვეთის ღონისძიების დატოვების შეცვლის საკითხი, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობის. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო", - განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ პროცესის დაწყებამდე.

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და გიორგი დგებუაძე პატიმრობაში დატოვა. დგებუაძის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 17 მაისამდე გადაიდო. ადვოკატის მთავარი არგუმენტი სხდომის გადადებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გია დგებუაძე, როგორც ბრალდებული, ამ ეტაპზე არ გაცნობია საქმის იმ მასალებს, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში გადაგზავნა და ასევე, იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოძიებამ მის წინააღდეგ მოიპოვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ბრალდებული სასამართლოს წინაშე ექსტრადირების შემდეგ პირველად წარსდგა. შეგახსენებთ, რომ მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics