2016-04-05 10:51:02, 500 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშლი: საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ძალისმიერად მოწყვიტეს
"საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ძალისმიერად მოწყვიტეს", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ძალისმიერად მოწყვიტეს. ჩვენი, როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის, ნატოს წევრობის გზაზე მდგომი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის, რომ სწორედ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე, ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომელიც გაყოფს ნატო-ს, რომელიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს ცალკე დღის წესრიგები ნატო-ს წევრ სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, ამ მთავარი გზავნილით, ამ მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან