07:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 13:25:39, 382 ნახვა

პოლიტიკა
მიროტაძე: კოალიციიდან გასვლა უმრავლესობის ამ წუთში დატოვებას არ ნიშნავს

დატოვებს თუ არა „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ოფიციალურად დღევანდელი ყრილობის შემდეგ  გახდება ცნობილი, რომელზეც  პარტიის დელეგეტთა წევრები ფარული კენჭისყრის მეშვეობით აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დღეს „ეროვნული ფორუმის“ დელეგატთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფორუმმა კოალიცია დატოვოს,  სწორედ ამის შემდეგ, ხვალ გაკეთდება განცხადება უმრავლესობაში  დარჩენა, არ დარჩენასთან დაკავშირებით.

მიროტაძე დარწმუნებუილია, რომ მისი გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“ წევრების გადაწყვეტილებების  მსგავსი იქნება.

„თუ დღეს, გადაწყდება  კოალიციაში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამის შემდგომ ხვალ გავაკეთებთ კიდევ განცხადებას. კოალიციიდან  ახლა გასვლა არ ნიშნავს უმრავლესობის ამ წუთში დატოვებას. დღეს ორ მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემს „ეროვნული ფორუმი“ პასუხს, ერთი ის, თუ როგორ გადის „ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის არჩევნებზე-დამოუკიდებლად, თუ საარჩევნო ბლოკში, მეორე- უნდა დატოვოს თუ არა „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია. როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, შესაბამისად იქნება ჩვენი ქმედებები სამომავლოდ.  მე მჭირდება ლეგიტიმური პასუხი  „ეროვნული ფორუმის“ თითოეული დელეგატისგან იმაზე, რომ პოლიტსაბჭომ ისაუბროს, თუ როგორი იქნება „ეროვნული ფორუმის“ სამომავლო მოქმედება. ფარული კენჭისყრის ფორმით დააფიქსირებენ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი პარტიის წევრების გადაწყვეტილების მსგავსი იქნება“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics