|
2026-05-05 11:07:08, 1849 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ, როგავა სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, დეტალებზე დღეს TV ფორმულას ეთერში ისაუბრებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სისტემამ იცის ვინ არის ჩემზე თავდამსხმელი, მაგრამ არ სჯის მას. "ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას. ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ მისამართზე მივედით. ოჯახის წევრებთან გასაუბრების და მასთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა, გადააკეთა სახელი, მაგრამ ეტყობა არ იცის, რომ ბევრად ადრე დაარქივდა ყველაფერი მის შესახებ..." - წერს ჟურნალისტი გურამ როგავა. ჟურნალისტ გურამ როგავას თავს 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქების დროს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. სპეცრაზმელმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგავამ სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა მიიღო. ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავა დაზარალებულად ცნო, თუმცა არავინ დასჯილა. მოგვიანებით ეს სამსახური გაუქმდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)