|
2026-04-30 14:56:36, 1306 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი - მაინც ტვირთია. - - ასე მიმართა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების წარმომადგენელს. „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის. ეს სხდომა, რომელიც საწვავს უკავშირდება ალბათ ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლები კითხვები იქნება, იმიტომ რომ თუ ყველა სხვა წინა სხდომაზე ჩვენ რაღაც გარკვეულ არგუმენტად გვქონდა რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაშია ახლაც ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება ეს, თუ გადასახადი ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზე რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი ამ ფასების თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)