11:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:54:05, 1078 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია Wizz Air უარყოფს საწვავის რისკების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საწვავის ფასების ცვალებადობასთან და კომპანიის ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებით:

“Wizz Air კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია მაღალი რისკის წინაშეა საწვავის ფასების ცვალებადობის გამო. ავიაკომპანიას მომარაგებული აქვს საწვავის საჭიროების დაახლოებით 70% მომდევნო 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 60% — 2027 წლის მარტის ბოლომდე, რაც უზრუნველყოფს ხარჯების მკაფიო პროგნოზირებადობას და დაცვას არასტაბილურ საბაზრო გარემოში.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხარჯების სტრუქტურა. ავიაკომპანია ოპერირებს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტით, რომლის საშუალო ასაკი 4.5 წელია, ხოლო თვითმფრინავების 75% მიეკუთვნება თანამედროვე A320neo ოჯახს, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 17%-ით ნაკლები საწვავის მოხმარებას წინა თაობებთან შედარებით. ეს სტრუქტურული ეფექტიანობა კიდევ უფრო ამცირებს მოწყვლადობას საწვავის ფასების არასტაბილურობის მიმართ.

ავიაკომპანია ევროპის ქსელის მასშტაბით არ ხედავს რაიმე სტრუქტურულ პრობლემას საწვავის მიწოდებაში. ბოლო პერიოდში ევროპის აეროპორტებში მომხდარი ნებისმიერი შეფერხება იყო იზოლირებული, ხანმოკლე ხასიათის და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ოპერირებაზე — დაგეგმილ ფრენებში არცერთი გაუქმება ან დაგვიანება არ დაფიქსირებულა.

Wizz Air ინარჩუნებს ოპერაციულ სტაბილურობას და განაგრძობს მგზავრებისთვის დაბალი ტარიფების შეთავაზებას, ამავდროულად აფართოებს ქსელს მთელ ევროპაში. ეს ასევე აისახება ავიაკომპანიის ზრდის ტრაექტორიაში — Wizz Air წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა.”





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics