12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 16:36:14, 1480 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს

ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ფასები არ გაძვირებულა და ეს „ტყუილია“.

"შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას. ჩვენ სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ სამუშაო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, - თქვა კობახიძემ.

- ჟურნალისტი: თქვენ ბოლოს როდის იყავით მაღაზიაში ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი?

- კობახიძე: ვაკვირდები ხოლმე ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული. განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე… კომპიუტერში არის ასახული რეალური ფასები, რაც გვხვდება მაღაზიაში.

რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი?... წაგიყვანთ და 4 ლარად და 60 თეთრად გაყიდინებთ 10 კვერცხს.

[ხორცი რა ღირს იცით? 40 ლარი] მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში. წაგიყვანთ მაღაზიაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics