|
2026-04-02 09:50:47, 15070 ნახვა
ევროპის ამბები
მადიარი ევროკავშირისთვის გამოცანაა, ის არც აკრიტიკებს ბლოკს და არც იცავს მას, - Politico
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვება ხელს შეუწყობს უნგრეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია ნათქვამი. ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან გაღიზიანებულნი ორბანის მიერ უკრაინის მხარდაჭერის დაბრკოლების გამო, ფსონს დებენ, რომ უნგრეთის არჩევნები შეიძლება ურთიერთობების გადატვირთვას ან სულ მცირე უკრაინასთან დაძაბულობის შემსუბუქებას შეუწყოს ხელი. ზოგიერთი დიპლომატი და უკრაინელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ მადიარი შესაძლოა შეარბილოს თავისი პოზიცია გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი პრიორიტეტი ევროკავშირის გაყინული ფონდების მილიარდობით დოლარის გათავისუფლებაა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უნგრეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას საფრთხედ აღიქვამს. ამიტომ, მადიარი თავს არიდებს ნებისმიერ დადებით შეფასებას, რადგან იცის, რომ ეს არჩევნებში ცუდად ითამაშებს. Politico ასევე აღნიშნავს, რომ მადიარი აგრძელებს ბრიუსელის დისტანცირებას, რათა თავიდან აიცილოს ორბანის ბრალდებები, რომ ის ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მარიონეტია. „ეს მას შავ ყუთად აქცევს. რას მიანიჭებს ის პრიორიტეტს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს? ეს ასევე გარკვეულწილად საიდუმლოა ევროკავშირისთვის. ის არ აკრიტიკებს ევროკავშირს, მაგრამ არც იცავს მას“, - თქვა ევროპარლამენტარმა ტინეკე შტრეკმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)