|
2016-03-31 14:51:48, 753 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძე: რვეულში ველოდებოდი ფურცელს, სადაც ეწერებოდა ჩემი მეუღლის მიერ დაბარებული ურო და ლურსმნები
პროკურატურის შუამდგომლობას მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, სხდომაზე თავად პაპიძე გამოეხმაურა. კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაუშვებლად უნდა ყოფილიყი ცნობილი ბრალდებულ მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც პაპიძის განცხადების საფუძველზე (ფიზიკურ ძალადობაზე) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშია გაკეთებული, და ფოტოსურათები. საუბარია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების ფოტოებზე, რომელზეც სისხლის ლაქა არაა აღბეჭდილი. "ჯანმრთელობის ცნობას რაც შეეხება, ეს ხდებოდა ეტაპობრივად, კონსულტაციას დრო სჭირდებოდა, შემდეგ ველოდი დანიშნულებას. ექიმების კონსულტაციის ასლების მოწოდება ეტაპობრივად ხდებოდა. მოგროვილი ასლები ჩემს უფლებადამცველებს გადავეცი ციხეში. 15 მარტამდე ჩემს ჯანმრთელობის შესახებ ცნობას ვერ მოეყარა თავი", - განაცხადა პაპიძემ. პაპიძემ განმარტება გააკეთა რვეულთან დაკავშირებითაც, რომლის ამოღებასაც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან დაცვის მხარე ითხოვდა. პაპიძის თქმით, გამომძიებელს თავად სთხოვა, ხარჯთაღრიცხვის რვეული მოეძებნა, სადაც ელოდა ეწერებოდა, რომ ურო და ლურსმნები მეუღლის მიერ იყო დაბარებული. ბრალდებულის განცხადებით, ჭკუათმყოფელი ადამიანი გამომძიებელს იმ რვეულის მოძებნისკენ არ მიუთითებდა, თუ იქ მკვლელობის გეგმა ეწერებოდა. ამასთან, პაპიძის თქმით, როცა გამომძიებელს რვეულის მოძებნა დაავალა, არ იცოდა, თუ ის რვეული საქმეში უკვე ჩადებული იყო: "არასდროს არ ვმალავდი ჩემი ოჯახის პირად ხარჯთაღრიცხვას. გამომძიებელს თავად ვთხოვე რვეული მოეძებნა, სადაც ვაკეთებდი ჩანაწერს ჩემი მეუღლის მითითებით. თურმე ეს რვეული რამდენიმე დღით ადრე იყო ამოღებული არ ვიცოდი, თუ საქმეში ჩემი ხარჯთაღრიცხვის რვეული იყო ჩადებული. მე ველოდი ფურცელს, სადაც ეწერებოდა ჩემი მეუღლის მიერ დაბარებული ურო და ლურსმნები. მე ცრემლიანმა და აკანკალებულმა ციხის საკნიდან ვთხოვე ამ რვეულის მოძებნა, თურმე ის უკვე ამოღებული ყოფილა",- განაცხადა პაპიძემ პროცესზე. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ფოტოსურათები დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხაში დატოვა.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)