|
2015-02-18 16:23:34, 515 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევას“ შეეცდება, რუსეთი შესაბამის ზომებს მიმართავს
თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩასათრევად“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი საპასუხოდ მზადაა შესაბამის ზომებს მიმართოს“, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ნატო თბილისის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში „ჩათრევას“ ცდილობს, მნიშვნელოვანია საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება დაევალოს. „იმ ფონზე, როდესაც ნატო თბილისის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში “ჩათრევას“ ცდილობს, მნიშვნელოვანია მივაღწიოთ იმ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც საქართველოს ძალის არ გამოყენებას იურიდიულად დაავალდებულებს. ეს დოკუმენტი იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2008 წლის მოვლენები არ გამეორდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მან ასევე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზეც ისაუბრა. „დღეს ერთად გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობების გასაღრმავებლად, რომელიც თავის მხრივ, დაასრულებს სპეკულაციებს თემაზე-რა ურთიერთობები არსებობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე განვიხილეთ შეთანხმებული ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მონაწილეობაზე“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)