15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:53:05, 706 ნახვა

სამართალი
სუს-ი: სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

დღეის მდგომარეობით,  სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით,  სუსი ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევასი გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

სუს-ში განმარტავენ, რომ  საქართველოს მოქალაქეების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და  სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა. ისლამისტური იდეოლოგიის  გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცნობიერება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომიმართვებიც , ერთის მხრივ, გარკვეული აუდიტორიის რადიკალიზებას, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოების დაშინებას ემსახურებოდა. 

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთრი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - ნათქვამია  სუსი-ის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics