|
2025-12-22 13:19:32, 25372 ნახვა
რეგიონი
პუტინის მასპინძლობით გამართულ დსთ-ს ლიდერთა ფორუმში ალიევი მონაწილეობას არ იღებს
პრეზიდენტი ალიევი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტს არ დაესწრება, - ამის შესახებ AZƏRTAC-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ალიევი 21 დეკემბერს დაგეგმილ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში არ მონაწილეობდა, რადგან აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის. აზერბაიჯანული მედია განმარტავს, რომ ალიევის მიზეზებს მიღმა სინამდვილეში გაცილებით ღრმა პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების, ნდობისა და პასუხისმგებლობის ფუნდამენტურ პრინციპებზე. სტატიაში წერია, რომ პოლიტიკა, დიპლომატიისგან განსხვავებით, იშვიათად პატიობს დაუსრულებელ კრიზისებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დსთ-ის ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)