|
2016-03-25 18:36:26, 816 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2016 წლის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა კვირეულის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ღონისძიების დასასრულს კი მათ სპეციალური სერტიფიკატები პირადად გადასცა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნული თავდაცვის აკადემია და ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების მიმღებიდან განათლების გამცემ ორგანიზაციებად გადაიქცნენ, ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი რამ, როდესაც ასეთი მრავალეროვნული ღონისძიებები ტარდება ჩვენს ქვეყანაში. 9 ქვეყნის სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აემაღლებინათ ცოდნა და მიეღოთ მეტი გამოცდილება. გორი თავისი გეოგრაფიიდან, ფუნქციებიდან, უახლესი ისტორიიდან გამომდინარე დიდ შესაძლებლობებს იძლევა ახალგაზრდა, დამწყები სამხედროებისათვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული წელს მეორედ გაიმართა. კვირეულში ქართველ იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობდნენ. მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო გამოწვევებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების თემაზე ლექციები მოისმინეს, ლექციების დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებით პროგრამებში ჩაერთნენ. კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. საერთაშორისო კვირეულის მიზანი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)