00:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:42:02, 423 ნახვა

პოლიტიკა
არიელ კოენი: მთავრობა და პირადად თავდაცვის მინისტრი დიდ სამუშაოს ასრულებენ ნატო-ს წევრობის ხელშეწყობისთვის

„საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარი სპეციალისტი არიელ კოენი.

ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე  საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტისა და  საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ  კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას ეხმაურება.

„როდესაც აშშ და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც წარმართავს ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ. საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არიელ კოენმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics